თანამედროვე სამყაროს კონკურენციის პირობებში პოტენციური კლიენტები ყოველთვის ცდილობენ, შეძენამდე გამოიკვლიონ პროდუქტი თუ სერვისი და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. ხშირად ეს პროცესი გრძელვადიანია.
Fisheye უზრუნველყოფს შენი ბიზნესის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გადაწყვეტილების მიღების დრო და მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი გაყიდვებს.
სერვისები, როგორებიცაა სოციალური მედიის მენეჯმენტი, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გრაფიკული დიზაინი, ბრენდინგი, ქოფირაითინგი, ფროდაქშენი, ვებ-დეველოპმენტი სწორედ ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება.
კომპანიის საჭიროებებსა და მიზნებზე მორგებული ვებ-გვერდის დამზადება, დიზაინებისა და ტექსტების გამართვა.
სარეკლამო ვიდეო რგოლის გადაღება და შემდგომი დამუშავება.
სარეკლამო ხელსაწყოების სრულყოფილი გამართვა, კამპანიების დაგეგმვა, ეფექტური სამიზნე აუდიტორიების შერჩევა.
ვებ-გვერდის ხილვადობის გაზრდა საძიებო სისტემებში, Google-სა თუ სხვა საძიებო სისტემებში ტოპ პოზიციებზე ორგანულად მოსახვედრად.
სარეკლამო ტექსტებისა და სტატიების მომზადება-გამართვა როგორც სოციალური მედიის არხებისთვის, ისე ვებ-გვერდისა თუ ბროშურებისთვის.
სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება სოციალურ ქსელებში. პოსტების დიზაინებსა და ტექსტებზე მუშაობა, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია.