Fisheye თანამედროვე ხედვის მქონე გუნდია, რომელიც კომპანიებსა და დაინტერესებულ პირებს ონლაინ სივრცეში საკუთარი ბიზნესის წარმოჩენის ინოვაციურ გზებს, მათ შორის — სამგანზომილებიანი ვირტუალური ტურების შექმნას სთავაზობს. 3D ვირტუალური ტური მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კომპანიის სერვისების უპირატესობაში სახლიდან გაუსვლელად და, რაც მთავარია, უმოკლეს დროში დარწმუნდეს.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ბიზნესს მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეუძლია. დღეს ვირტუალური სამყარო რეალურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორივე მათგანის პოტენციალს კი სწორედ 3D ვირტუალური ტური აერთიანებს.
სამგანზომილებიანი ვირტუალური ტური უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ნებისმიერი დანიშნულებისა თუ მასშტაბის სივრცე 3D სახით წარმოვადგინოთ. 360 გრადუსიანი ვირტუალური რეალობისგან კი მომხმარებელს მხოლოდ ერთი დაკლიკვა აშორებს.
ჩვენი მიზანი ქართულ ბაზარზე ინოვაციური გამოცდილების დამკვიდრება და ბიზნესისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების სრული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა.
დღეს ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა კომპანიისა და სერვისების უპირატესობების ციფრულ სივრცეში წარმოჩენაა. სწორედ ამიტომ გვსურს, კომპანიებს ადაპტაციაში ჩვენი ინოვაციური იდეებითა და ტექნოლოგიების გამოყენებით დავეხმაროთ, რომელთაგან ერთ-ერთი უახლესი სამგანზომილებიანი ვირტუალური ტურების შექმნაა.
ჩვენი გუნდი მზადაა, როგორც რეალური და ციფრული სამყაროები, ისე — კომპანიები და მათი მომხმარებლები ერთმანეთთან ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით დააკავშიროს.